შამპინიონების ანუ ქამა სოკოს პაშტეტი
დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ უგემრიელეს პაშტეტს, რომლის გაკეთებაც ქამა სოკოსგან არის შესაძლებელი. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმეზე, ისევე ვახშამზე, ან უბრალოდ წასახემსებლად. გემრიელად მიირთვით. ინგრედიენტები: - 500 გ. ქამა სოკო, - 1 ც. მწვანე ხახვი, - 2 კბილი ნიორი, - 1/2 ჩ.კ. კურკუმა, - 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი, - 1/2 ჩ.კ. ტკბილი წითელი წიწაკა, - 1/2 ჩ.კ. დაფქვილი ქინძი, - 3 ს.კ. ზეთი. მომზადება: გასუფთავებული და დაჭრილი ქამა სოკო მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ მწვანე ხახვი, ნიორი, კურკუმა, პილპილი, წიწაკა და ქინძი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ, ვშუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვრთოთ ქურა და გაგრილება ვაცალოდ. ამის შემდეგ დავაბლენდეროთ და პაშტეტი მზად არის. მოგვიწონეთ გვერდი ფეისბუკზე და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1...