ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

07.05.2019 01:41

შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება. ცვლილებებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, „სოლიდარობის ქსელი“, „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოამზადებენ.

ინიციტორები ითხოვენ:  შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე;

სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა მაქსიმუმ სამ თვეში დასრულდეს; 

ასევე შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა; მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება; მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის რაოდენობით და დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო