,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის ინიციატივის - „ტაში ქართულ ჯარს’’ შესახებ განცხადება გააკეთა.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ასევე, წელს 30 წელი გავიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნიდან. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, 26 მაისს, ღამის 00:01 საათზე სახლის აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაში დაუკრან ქართულ ჯარს.
ამასთანავე, ოთხშაბათს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების დროს თბილისში იგეგმება ,,ერთიანობის დერეფნის’’ ორგანიზება, რითაც ქართველ სამხედროებს და ვეტერანებს ტაშით შეეგებებიან.
დედაქალაქსა და რეგიონებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივის მიზანი ქართული ჯარის, ვეტერანებისა და სამხედროების მიმართ მადლიერების გამოხატვაა. ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.
#ჩვენიარმიისთვის
#ტაშიქართულჯარს