13 ივნისი


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ორგანიზაციის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუკათარიძემ ორგანიზაციის წევრებთან ერთად 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, 13 ივნისი არის ტრაგედიისა და ამავდროულად, საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის დღე.

„2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენების დროს ვნახეთ, რას ნიშნავს საზოგადოების სოლიდარობა და გვერდში დგომა. დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს ვალდებულება, ვიდგეთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

პანდემიის პერიოდშიც, ორგანიზაციის წევრები მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული.

#13ივნისი

ვიდეოები „Giorgi Chakvetadze I გიორგი ჩაკვეტაძე"-ისგან