ოპოზიცია სანქციების დაწესებას ითხოვს


მმართველი პარტიის მხრიდან, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გამო, „ქართულ ოცნების“ ლიდერებისთვის ოპოზიციის ნაწილი პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტების პროგნოზით, მმართველ გუნდს, მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მოთხოვნას არ იზიარებს ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი სახის სანქციები საბოლოოდ მაინც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს დააზარალებს. ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესებას გამორიცხავენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მხოლოდ ოპონენტების კრიტიკა სანქციების საფუძველი ვერ გახდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან