„მარადისობის დღე“ -  შეკრება ევროპის მოედანზე

09.04.2021 06:55

9 აპრილის ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი სიმბოლურად შეირჩა აქციისთვის, რომელმაც მოსახლეობის ნაწილი კონკრეტული იდეის გარშემო გააერთიანა.

სლოგანით „აქ საქართველოა“ და მსახიობ გია გაჩეჩილაძის ინიციატივით გამართულ აქციას ორი მიზანი ჰქონდა: კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ქმედებების დაგმობა და ხელისუფლების არაეფექტური მმართველობის მხილება. ევროპის მოედანზე დაწყებული, პატრიარქის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან გაგრძელებული და დედაენის ბაღში დასრულებული დემონსტრაციის ორგანიზატორებმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს, ორგანიზაციის მთავარ ფუნქციად კი სამოქალაქო კონტროლი გამოაცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები მათი შეკრების ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ, მას სწორედ „ქართული ოცნების“ აქციად აცხადებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის აზრით, მმართველი გუნდის მხარდაჭერის რესურსი საკმაოდ დაბალია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო