გიორგი მოსიაშვილი შოთა დემინაშვილს ავტო-გაზგასამართი სადგურების მონოპოლიზაციაში ადანაშაულებს


არასაპარლამენტო ოპოზიციის - „კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძე\" თელავის მერობის კანდიდატი კომპანია „ბუნებრივი აირი\"-ს მფლობელს კახეთში ავტო- გაზგასამართი სადგურების და ბაზარზე არსებული ფასების მონოპოლიზაციაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თელავში გაზის ფასი მაღალია. ოპოზიციონერის თქმით, შოთა დემინაშვილი „ქართული ოცნების\" თელავის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს, სანაცვლოდ კი, ხელისუფლება მას მფარველობას უწევს.
მოსიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კომპანიის მფლობელი და ოპოზიციონერის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბიზმესმენ შოთა დემინაშვილის განმარტებით, მისი კომპანია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან ძვირად ყიდულობს, რაც მის ფასსზე შესაბამისად აისახება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1m8ymJ3

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან