ვითარება ვანისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში

09.04.2020 04:30

შიდა გავრცელების ფაქტების გამო, ვანში კონტროლი განსაკუთრებით არის გამკაცრებული. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან დილიდან მოწმდება რაიონში შემსვლელი ან პირიქით გამსვლელი პირი. ამ მომენტამდე, თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა 30 000-მდე ადამიანს. გამოვლინდა მხოლოდ ერთი საეჭვო შემთხვევა, რომელსაც ინფიცირებულ 75 წლის ქალთან და მის ოჯახთან შემხებლობა არ ჰქონია. ის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. ვანში მცხოვრებ ოჯახს, რომლის სამი წევრია დაინფიცირებული, 30-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა მათგანი კარანტინში ან იზოლაციაშია. ინფიცირების წყარო ამ დრომდე არ არის ცნობილი. კონტაქტებს იკვლევენ ლენტეხშიც, სადაც უკვე ორი ინფიცირებულია. მათი საკონტაქტო წრე 40-მდე ადამიანს მოიცავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: