ინციდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე


თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მაშინ, როდესაც კონფერენციის მონაწილეები ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობდნენ, დარბაზში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოჩნდა. „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერი ორგანიზატორებს კონფერენციაზე დასწრების და სიტყვით გამოსვლის უფლებას სთხოვდა იმ განცხადებების პასუხად, რომლებიც გუშინ გიგა ბოკერიამ მისი პარტიის მისამართით გააკეთა. თუმცა, კონფერენციის მონაწილე ამერიკელმა მკვლევარმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა მას კარისკენ მიუთითა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებასა და ხმაურში გადაიზარდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სასტუმრო „რუმსში“ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ინაშვილი კრამერისგან ბოდიშს ითხოვს. 

~ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან