ანაკლიელ მეთევზეთა უმთავრეს პრობლემას თევზჭერის უფლების უქონლობა წარმოადგენს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით ანაკლიელი მცირე მეთევზეების საქმიანობის არახელსაყრელ პირობებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, ანაკლიელ მეთევზეთა უმთავრეს პრობლემას თევზჭერის უფლების უქონლობა წარმოადგენს. მეთევზეების ინფორმაციით, ლიცენზიის მისაღებად სარეწაო/თევზსაჭერი გემის ქონა, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის საჭირო, რის შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ. მათი განცხადებით, ისინი მხოლოდ მცირე ზომის ძრავიან ნავებს და მარტივ თევზსაჭერ ბადეებს ფლობენ. ანაკლიელი მეთევზეების ინფორმასციით, შავი ძღვის ტერიტორიაზე ინტენსიურად მხოლოდ თურქული თევზაჭერი/სარეწაო გემები თევზაობენ, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნიათ, ხოლო ანაკლიელ მეთევზეებს სათევზაო არეალი შეზღუდული აქვთ. ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, მნიშვნელოვანია, მცირე მეთევზეებს მიეცეთ თევზჭერის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან მეთევზეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თევზჭერა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამ ეტაპისთვის შავ ზღვაში თევზაობის ლიცენზიები 2016 წლის აპრილამდე მოქმედების ვადით არის გაცემული. ახალი აუქციონი მომავალი წლის აპრილში გამოცხადდება.
მსგავსი ვიდეოები
ანაკლიელი მეთევზეები ლიცენზიის გაცემის წესის გამარტივებას ით...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიელი მცირე მეთევზეები დახმარებას ითხოვენ
odishitv
ანაკლიელი მეთევზეები ლიცენზიის პირობების გამარტივებას და სათ...
Radio Atinati
IRDA - ტყავის აქსესუარები ანაკლიელი ახალგაზრდა ქალისგან
Radio Atinati
© რადიო ცხინვალი - არტები - ანაკლიელი რაინდი
radio26km.com
ლაშა გოგია გაუჩინარებული ანაკლიელის მშობლებს შეხვდა
Radio Atinati