საქველმოქმედო განცხადება

22.09.2020 00:36

საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 23 წლის მარიამ ძაგნიძე ოთხი წელია იუნგის სარკომას - ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის.  მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ოჯახმა მისი სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც აუცილებელია რეანიმობილის დაქირავება. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული მომსახურებისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: