პირდაპირი რეპორტაჟი სამების საკათედრო ტაძრიდან


ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება მიმდინარეობს. ღამისთევის მსახურება, რომელსაც მისი უწმინდესობა, ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. სამების ეკლესიაში ტრადიციულად, განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. მრევლი მისი უწმინდესობის ეპისტოლეს, მოგვიანებით კი წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდება.

ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათში მიიტანენ, საიდანაც უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ეკლესია-მონასტერში გავრცელდება. ტაძარში ჯერ ყველა კანდელი ჩაქრება. ცეცხლის შეტანის შემდეგ კი, ხელახლა აინთება. სამების საკათედრო ტაძარშია ლიზა წიკლაური.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან