ხატია დეკანოიძის განცხადება


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მათ პროტესტის უფლება ჩამოართვა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, სახელმწიფომ სამართლიანი და ეფექტური გამოძიების ჩატარება ვერ უზრუნველყო.

დეკანოიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან, საქმის არსებითად განხილვის დაწყების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვებს პასუხი გასცეს.

დეკანოიძის განცხადებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან