ომის 302-ე დღე უკრაინაში
ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების იერიშების მოგერიება 19 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის არმიამ ერთ-ერთი იერიში განახორციელა სუმის ოლქთან. ამ კონკრეტულ ადგილზე ეს იყო პირველი შეტევა გაზაფხულის შემდეგ. კერძოდ, იერიში რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლება ვისოკოესთან განხორციელდა. ამასთან ერთად, რუსეთმა ბოლო დღე-ღამეში ექვსი სარაკეტო და ექვსი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე. სამიზნე ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები იყო. ასევე, რუსეთის სამხედროებმა 70-ზე მეტჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მხოლოდ დონეცკში გასულ 24 საათში რუსეთის იერიშს სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ მიმართვაში კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობაზე. ეს მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთში ჩაწერა, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე პოლონელ კოლეგას, ანჟეი დუდას შეხვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 88-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წიგნის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - ჩინური სამშვიდობო გეგმა
პირველი არხი - 42-ე პარალელი
#ახალიდღე 75 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან - გიორგი კ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster