კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

08.10.2018 01:45

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ. ხმაური სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას ინიციატივას მოჰყვა, რომელმაც საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეს, პაატა სილაგაძეს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილების ვადა, რომელიც რამდენიმე კვირაში ეწურება. აღნიშნულ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა სხდომაზე. არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, საკითხის განხილვისას იკითხა, თუ რამდენად რელევანტურია საბჭო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. მისივე თქმით, უმჯობესია საბჭომ პარლამენტს მიმართოს შუამდგომლობით და საკანონმდებლო ორგანომ გაუხანგრძლივოს მოსამართლეს ვადა. კრიტიკული მოსაზრება აქვს საკითხთან დაკავშირებით საბჭოს კიდევ ერთ წევრს, ანა დოლიძეს. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში შექმნილია კრიზი, რაშიც საკანონმდებლო ორგანოს ადანაშაულებს. მიუხედავად კამათისა, სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის, პაატა სილაგაძის უფლებამოსილების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუხობს
05:14

ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუხობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის საბჭოს სხდომა
00:56

იუსტიციის საბჭოს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის საბჭომ დღეს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინა
00:51

იუსტიციის საბჭომ დღეს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
02:08

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ალექსანდრე წულაძე იუსტიციის საბჭოს კითხვებს პასუხობს
02:07

ალექსანდრე წულაძე იუსტიციის საბჭოს კითხვებს პასუხობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ევროპული საქართველოს“ პროექტის განხილვა
01:35

„ევროპული საქართველოს“ პროექტის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი კამათის გამო დროებით შეწყდა
02:08

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი კამათის გამო დ...

Tbilisi Today

კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე
03:26

კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო