მზადება საშემოდგომო სესიისთვის


რაც შეეხება დღევანდელი განხილვის ერთ-ერთ თემას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, დოკუმენტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების, ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას საყოველთაო-სახალხო განხილვა სჭირდება, რისთვისაც საორგანიზაციო კომისია, 3 სექტემბრის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე შეიქმნება. კომისიაში 13 წევრი იქნება. ასევე, კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დადგენილების სამ პროექტზეც მოუწევთ მსჯელობა. მათგან ორის ინიცირება ხვალ მოხდება. ერთი „ქართული ოცნების“ წევრებმა მოამზადეს, ხოლო მეორე პროექტის ავტორი კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან