COVID-19 - ვითარება ბოლნისში


ბოლნისის მუნიციპალიტეტში 131 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. 116 ნიმუში სოფელ მუშევანიდან აიღეს, ხოლო 15 - სოფელ გეტადან, ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. პასუხები, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბოლნისის საკარანტინო ზონაში დღეს მიმდინარე სხვა ღონისძიებებს, სოფელ ფარიზში განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. გზის სავალი ნაწილის დაგება და ასევე სარწყავი სისტემის მოწესრიგება. პროცესს დღეს ბოლნისის მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან