ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

18.12.2018 00:42

ხუთ-წლიანი სასამართლო სხდომები დასრულებულია. ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილებას 14 საათზე გამოაცხადებს. შსს, ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება: დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და ზაზა ბაქრაძეს. მათგან ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს, რომელსაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების პირობები წარუდგინა, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. თუმცა ამისათვის სასამართლოს თანხმობა არის საჭირო, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას განაჩენთან ერთად გამოაცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: