რა არის ადამიანად ყოფნის აუცილებელი წინაპირობა?!

04/15/2023
მირიანი-ის მიერ

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო.
დაპირებისამებრ, დღეს ვისაუბრებ, თუ რა არის აუცილებელი წინაპირობა ადამიანობისთვის.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საამისოდ აუცილებელი წინაპირობა ადამიანის სხეულში დაბადებაა.
ადამიანის სხეული საშუალებას გვაძლევს, რომ მივაღწიოთ განვითარების უმაღლეს საფეხურს, რასაც ვერ ვიტყვით მაიმუნის, ძაღლის, კატის, ან რომელიმე სხვა ცოცხალი არსების სხეულზე.
ადამიანის სხეულში დაბადებულ ცნობიერებას შესაძლებლობა აქვს, რომ უდიდეს ცოდნას და სიბრძნეს დაეუფლოს, შეუძლია უდაბნო ოაზისად გადააქციოს, ზღვაში კუნძულები შექმნას, გიგანტური ცათამბჯენები ააგოს, იცუროს თევზივით და იფრინოს არწივივით. და თუ დედამიწაზე ყოფნით დაიღლება, მთვარეზე გაფრინდეს და უფრო მეტიც, დაიწყოს კოსმოსის ათვისება...
დედამიწაზე ყველაზე მეტი შესაძლებლობა სწორად ადამიანის სხეულს აქვს, ამიტომ, საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ პასუხისმგებლობაც ბევრად მეტი აქვს, ვიდრე სხვა ცოცხალი არსების სხეულში მყოფ ცნობიერებას.
თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ადამიანის სხეულში მყოფი ცნობიერება თავად ირჩევს, განვითარების გზას დაადგეს თუ გადაგვარების. სამწუხაროდ, ზოგჯერ ცნობიერება მცდარ არჩევანს აკეთებს და გადაგვარების გზას ირჩევს, რაც არა მხოლოდ მასზე, არამედ გარშემომყოფებზეც საზიანოდ მოქმედებს...
ადამიანის სხეულში მყოფ ცნობიერებას შეუძლია გადაგვარების უმაღლეს საფეხურსაც მიაღწიოს, რისი მაგალითებიც სამწუხაროდ, უამრავია...
და რა ხდება სხვა ცოცხალი არსებების შემთხვევაში?
დავუშვათ, ცნობიერება დაიბადა მტაცებელი ცხოველის, მგლის სხეულში. როგორ შეუძლია მგელს მიაღწიოს განვითარების უმაღლეს საფეხურს? ცხვრის ჭამაზე უარის თქმით და ბალახის ძოვით?! თუ ადამიანური ენის, წერა-კითხვის და ტრადიციების შესწავლით?! სამწუხაროდ, მგელს არ შეუძლია ადამიანის მსგავსად განვითარების უმაღლესი საფეხურის მიღწევა და შესაბამისად, არც აქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რამდენიც ადამიანს. მგელმა თავისი სხეულის შესაფერისად, მგლური ცხოვრებით თუ არ იცხოვრა და ბალახის ძოვა დაიწყო, მოკვდება, რადგანაც მისი სხეული არ იძლევა სხვაგვარად ცხოვრების საშუალებას.
სხეულის მსგავსების მხრივ, ადამიანთან ყველაზე ახლოს მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა - \"ორანგუტანი\" დგას. ზოგიერთ მათგანს ჟესტების ენის შესწავლაც კი შეუძლიათ.
ცნობიერება ყოველთვის შეზღუდულია იმ სხეულით, რომელშიც ამჟამად იმყოფება. ამ მხრივ, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, სხვა ცოცხალი არსებები გაცილებით მეტად არიან შეზღუდულები, ვიდრე ადამიანი. ამიტომ, ადამიანს გაცილებით მეტი სიბრძნის, წინდახედულობის და მოთმინების უნარის გამოჩენა მართებს, ვიდრე რომელიმე ცხოველს, ფრინველს, მწერს თუ მცენარეს.
დროებით გემშვიდობებით


ამ ჩანაწერის გაფორმებისთვის გამოყენებული წყაროები:
1. giphy.com
2. Kai Engel - Low Horizon
3.    • Human Anatomy 3D Models | Trinity Ani...  
4.    • AMAZING! Orangutan asks girl for help...