#ინტერVIEW მარქსიზმი, ლიბერალიზმი, რევოლუციები, კულტურა დღეს, ნობელის კომიტეტი და ბობ დილანი
04/13/2017
#ინტერVIEW მარქსიზმი, ლიბერალიზმი, რევოლუციები, სტალინი, ძალადობრივი პოლიტიკა, უძრაობის ხანა პოსტსოციალისტურ კულტურებში, ნობელის კომიტეტი და ბობ დილანი - ეს და სხვა საინტერესო თემები კულტურის თეორეტიკოსს ჰანს-ულრიხ გუმბრეხტთან საუბარში
13 აპრილი, 2017
• რამდენად ეკისრებათ პასუხისმგებლობა კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელსს იოსებ სტალინის ძალადობრივი პოლიტიკისა თუ საბჭოთა იმპერიაში ჩადენილი არაერთი სისასტიკისთვის? და რამდენად განაპირობებს ამ მოაზროვნეთა მიმართ დღევანდელ დამოკიდებულებას საბჭოთა ექსპერიმენტის გამოცდილება?
• როგორი იყო მარქსისა და მარქსიზმის კავშირი განმანათლებლობასთან, ლიბერალიზმის კლასიკურ კონცეფციებთან?
• რატომ არის, რომ წინა საუკუნეების რევოლუციებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის ცვლილებები მომავლის ახლებური ხედვის, საზოგადოების ახლებური კონცეფციების, უტოპიური მსოფლმხედველობის გარეშე მოხდა?
• რატომ მოჰყვა საბჭოთა კავშირის მსხვრევას უძრაობის ხანა პოსტსოციალისტურ კულტურებში − იქ, სადაც ცენზურის პირობებში გამორჩეულად საინტერესო კულტურულ პროცესებთან გვქონდა საქმე, ვთქვათ, ქართული კინოს, ან აღმოსავლეთგერმანული ლიტერატურის სახით?
• არის თუ არა კვდომის პროცესში კულტურა, იმ მნიშვნელობით, რომლითაც მას ვიცნობთ? და სად, რომელ სფეროებში უნდა ვეძიოთ კულტურული წარმოება დღეს?
• რა ამოძრავებდა ნობელის კომიტეტს, როცა ლიტერატურის დარგში თავისი პრემია ბობ დილანს მიაკუთვნა?
ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ საკითხებზე ესაუბრება სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორს, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან ლიტერატურათმცოდნესა და კულტურის თეორეტიკოსს ჰანს-ულრიხ გუმბრეხტს.