სამძიმრის წიგნი თურქეთის საელჩოში


თურქეთის ელჩი საქართველოში დილიდან სამძიმარს იღებს. საელჩოში დილიდან ხალხმრავლობაა. სამძიმრის ჩანაწერი უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. „მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამძიმრის ჩანაწერის გასაკეთებლად საელჩოში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, ასევე სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან