საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება
პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი. მინდია დავითაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ხელოვნური მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისადმი შრომის უფლების დარღვევის მოტივი იყო. დავითაძის თქმით, საქპატენტში შემოწმება შრომის ინსპექციის სამსახურმა ჩაატარა, რომელმაც საქპატენტს ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება დააკისრა. თანამდებობიდან კი ის ყოფილ თანამშრომელთან სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე გაათავისუფლეს. საქპატენტის თავმჯდომარედ დავითაძე 2020 წლის თებერვალში, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დანიშნა. მინდია დავითაძის განცხადებას, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსი გამოეხმაურება, რომელთან მიმართებაშიც შრომის ინსპექციამ უფლებების დაღვევა დაადგინა. ირაკლი კასრაძის განცხადებით, მან სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვა, დავითაძეს კი უნდა თავი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარმოაჩინოს. საკითხზე არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარის გათავისუფლებაზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"საქპატენტის" ყოფილი უფროსი "მთავარი არხისთვის" ხელოვნური პრ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საქპატენტის ყოფილ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
TV IMEDI
საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა
TV IMEDI
„საქპატენტის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, საავტორო უფლებებზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"საქპატენტის" საგანგებო განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ „ბიზნესკურიერთან...
NewsRoom Reporter
“საქპატენტის” თანამშრომელი ევროპის პატენტრწმუნებული გახდა
Business Media Georgia
საქპატენტის გეგემები 2018 წელს
Business Media Georgia