საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ში
ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ აღიარება. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. დოკუმენტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული შეთანხმება. დოკუმენტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ახლა წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი სენატს გადაეგზავნება. შესაბამისი კომიტეტებისა და სესიაზე დამტკიცების შემდეგ, ის ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს წარედგინება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაშიც, დოკუმენეტი კანონის ძალას შეიძენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენე...
Euronews Georgia
გიორგი გახარია - საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველო...
PalitraNews
საქართველოს მხარდამჭერი აქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მხარდამჭერი აქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი...
PalitraNews