#მოამბე 21 საათზე, 19 იანვარი, 2024 #LIVE

19.01.2024 55:05

• პოლიტიკური პარტიების გეგმები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას აანონსებს, თუმცა საერთო სტრატეგიაზე კვლავ ვერ თანხმდება, მმართველი პარტია კი ოპონენტებს გარდაუვალ მარცხს უწინასწარმეტყველებს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას გეგმავს • „ქართული ოცნების“ ვიზიტი ჩინეთში - დელეგაციის დღის წესრიგი, შეხვედრები და დისკუსიები ეკონომიკურ-პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ვიზიტის მნიშვნელობა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის გზავნილები შანხაიდან • ცივი ომის შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები რუსეთის საზღვართან და მზადება მოსკოვისგან მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად - „მტკიცე მცველი 2024“ და თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან იმიტირებული კონფლიქტის სცენარი • 100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან - დაგეგმილი ღონისძიებები მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის უმძიმეს პერიოდთან დაკავშირებით და დოკუმენტური მასალები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლების, თუ აჯანყებულთა მიმართ რეპრესიების შესახებ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: