ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
ორი თვის შემდეგ იხსნება ბოლნისის რაიონიც. თუმცა ჩაკეტილი დარჩება მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ეპიდემიოლოგები ბოლნისის ამ სოფლებში არსებულ სიტუაციას იტალიასაც კი ადარებენ და ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის მთავარ მიზეზად, რეკომენდაციების და შეზღუდვების იგნორირებას ასახელებენ. საერთო ჯამში, მარტის ბოლოდან რაიონში 160 შემთხვევაა დაფიქსირებული. გეტას და მუშევანის გარდა, დანარჩენ სოფლებში, სადაც კოვიდ-19-ის ფაქტები დაფიქსირდა, ახალი შემთხვევები ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლის მერე აღარ გამოვლენილა, რის გამოც, მათი გახსნა გადაწყდა. დღეიდან ბოლნისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სპეციალური კვლევის ჩატარება დაიწყო - შეირჩევა 150 ადამიანი, რომლებსაც სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ. ანალოგიური კვლევა ჩატარდება მწვანე რეგიონშიც, კახეთში, კერძოდ - თელავში, სადაც დღემდე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოამბის გადამღები ჯგუფის წევრები: გიორგი კობერიძე, შოთა ჩოხელი და სანდრო კვეზერელი, 61-ე დღეა კარანტინის ზონაში მუშაობენ. როგორ ემზადება რაიონი გასახსნელად? - გიორგი კობერიძის ჩართვა ბოლნისის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, რომლის დემონტაჟი იწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში #მოამბე ბოლნისიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისის მკაცრი კარანტინის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster