ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში


პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ირაკლი ღარიბაშვილსა და რიკ დაემსს შორის ოფიციალური შეხვედრა შედგა. მთავარი აქცენტი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე. პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან