თბილისი პარაძიუდოში გრან პრის მასპინძლობს

18.05.2024 01:49

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სტარტი აიღო თბილისის გრან პრიმ პარაძიუდოში. ტურნირზე პირველი მედალი უკვე მოიპოვა ზურაბ ზურაბიანმა. ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება. გრან პრიზე 10 ქართველი პარასპორტსმენი ასპარეზობს. ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდამჭერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: