თითქმის ექვს თვიანი იძულებითი არდადეგების შემდეგ საქართველოში სწავლა სექტემბრიდან განახლდება.
საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება, ბაღები კი ბავშვებს პირველი ოქტომბრიდან მიიღებენ. სასწავლო პროცესის განახლებამდე დაგეგმილია ყველა სასწავლო დაწესებულების შემოწმება. იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი კი, რისი შესრულებაც ბაღებსა და სკოლებს მოუწევთ, ხვალ გაირკვევა. უკვე ცნობილია, რომ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება დეზო-ბარიერის გავლა და თერმო-სკრინინგი, თუმცა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში შესვლას პირბადის გარეშე შეძლებენ. საჯარო ბაღების მსგავსად პირველი ოქტომბრიდან დაიწყება სწავლა კერძო ბაღებში. კერძო სკოლებში კი სასწავლო პროცესის დაწყების თარიღზე ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები ზუსტდება. შემოდგომიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იგეგმება კინოთეატრებსა და თეატრებშიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.