საქართველო მესამე პრეზიდენტი აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
საქართველო მესამე პრეზიდენტი აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ემიგრანტებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთად სახლშის" ინიციატივით მოეწყო. მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ. მესამე პრეზიდენტის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იძულებულია, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში ცალმხრივი ბილეთი იყიდოს და ოჯახი უცხოეთიდან არჩინოს. ემიგრანტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლების, მათ შორის ათასობით ემიგრანტის ხმა მოიპარა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის დიდი ნაწილი ემიგრანტების კითხვებზე პასუხების გაცემას დაეთმო. მშობლები, რომლებიც შვილებს სკაიპით იცნობენ, ამბობდნენ, რომ საქართველოში დაბრუნება მათი ოცნებაა, თუმცა მძიმე სოციალური ფონი და სამუშაო ადგილები მათ ამის საშუალებას არ აძლევს. შეხვედრას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან წასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. აგვისტოს ომის თვითმხილველები ამბობენ, რომ რუსულ ოკუპაციას გადარჩენილი სოფლები ახლა იცლება. შემოწირულობა: https://www.ertadsakhlshi.org/donate
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი აპარტამენტის ფასი მი...
ინტერნეტგამოცემა ლიდერი
საქართველოს პრეზიდენტის დაკავება ამერიკულ სერიალ Veep-ში
info rustavi
მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა საქართვე...
სააგენტო GUARDIAN GE
საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს - მწვავე პოლიტიკური გ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
21.04.2016 დავით კვაჭაძე საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაც...
Sergo Davlianidze
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰელსინკის კომისიის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ამერიკელი სენატორების ვიზიტი იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster