შეხვედრა ბათუმში

17.04.2021

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი დღის წესრიგის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და 15 მაისის აქციისთვის ემზადება. პოლიტიკოსები მოსახლეობას დღეს ბათუმში შეხვდნენ. აგრარულ ბაზარში მათ გამოჩენას მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილო და მცირედი ხმაურით შეხვდა. იყო შელაპარაკებაც, თუმცა სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია. ადგილობრივების ნაწილმა კი ხელისუფლების ოპონენტების შეხედულებები გაიზიარა. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: