ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“

23.05.2022 02:04

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - კლუბ „ხიდის“ სივრცეში ამ სახელწოდების ექსპოზიციის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ღონისძიებით პარტია „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტაბულა“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „აფხაზთა კრება“ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებენ. ექსპოზიცია ხვალ, 24 მაისს, 21:00 საათიდან გაიხსნება და 26 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ადგილზე მისული მოქალაქეები მოისმენენ რეალურ ისტორიებს აფხაზეთში 92-93 წლებში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, გამოფენაზე წარდგენილი იქნება ჯერ კიდევ უცნობი რეალური ფოტო და ვიდეომასალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო