„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის განცხადება


სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის, განცხადებით, აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრების შედეგად მოქალაქეთა ნაწილს თამაშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა პრობლემები რჩება თავად კანონის აღსრულების ნაწილში. თამარ ჯაფარიძის თქმით, მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული, რომ შეუძლიათ თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენება. კანონის დარღვევებზე რეაგირების მექანიზმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს „სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსის“ წევრიც. გიორგი ბახტურიძის თქმით, სათამაშო ბიზნესში ორგანიზაციამ საკუთარი რესურსებით უკვე არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა. მუნიციპალურ სამსახურში განმარტავენ, რომ მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან