ჰუმანიტარული ტვირთები ღაზას სექტორში ისრაელიდან ქერემ შალომის გზით შევა
„ჩვენ ომში ვართ იმისთვის, რომ ვიარსებოთ“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად. მისივე თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად. შეგახსენებთ, რომ ეს ნეთანიაჰუს პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ოპერაციის დროს ცეცხლი შემთხვევით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ მძევლებს გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი მათგანი დაიღუპა. ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთები ღაზას სექტორში ისრაელიდან ქერემ შალომის გზით შევა. ინფორმაციას თავად ისრაელის მთავრობა ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული დახმარების ყოველდღიურ რაოდენობას გაზრდის. აქამდე ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში რაფაჰის დერეფნით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზას საზღვარზე მდებარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად ღაზის სანაპიროზე დროები...
Euronews Georgia
როგორ მოხვდება ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინაში?
Business Media Georgia
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცეს...
სააგენტო GUARDIAN GE
საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშვილი "ქრონიკაში"
TV IMEDI
რაზე ისაუბრეს ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა?
MULTIMEDIA GE
#ბიზნესსიახლეები BM.GE-სგან / 01.03.2022
Business Media Georgia