თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

Facebook :   / miaofgeorgia  
Twitter :   / miaofgeorgia  
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან