სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები რეგიონებში

27.04.2020 00:58

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ზომების გამკაცრების მიუხედავად გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის განცხადებით, მერია ხელს შეუწყობს ყველა ფერმერს და დაეხმარება მათ მოსავალის რეალიზებაში.  დღეს, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ერთ-ერთმა ფერმერმა მარწყვის მოსავლის რეალიზება შეძლო. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: