„რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, დავის გადაწყვეტის მიზნით, პარტნიორებს ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს. ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთში დაიწყება.

ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებით, კრება სწორედ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მოწვევით ტარდება. ისინი აპირებენ, დააყენონ საკითხი, რომ დავა პარტნიორებს შორის არბიტრაჟის საშუალებით გადაწყდეს და მხარეებმა ამ პროცესში აუდიტორული კომპანიის ჩართვაზე იმსჯელონ. ადვოკატის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის სასარჩელო მოთხოვნა 28 მილიონის თაობაზე უცვლელია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან