„ბურჯანაძის პარტიიდან წარდგენილმა კანდიდატებმა „ქართულ ოცნებას" ხმები ლანგრით მიართვეს"
11.07.2014
01:43
„15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბურჯანაძის პარტიიდან წარდგენილი კანდიდატები შეიკრიბნენ და ლანგრით „ქართული ოცნების" ოფისს ის ხმები მიართვეს, რომლებიც მათ ხალხმა მისცათ, არა როგორც კოალიციის მხარდასაჭერად, არამედ როგორც ოპოზიციონერ კანდიდატებს",- ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის გამგებლობის კანდიდატმა გააკეთა. ბრალდებას გამოეხმაურა „ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი. ვანო გალახვარიძემ ამ განცხადებას აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ახლა „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ხალხი მოატყუოს, რადგან ხმების ჩუქება სხვა პარტიისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1sJ60u9