კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. გამოძიება 4 ივნისს, სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება. ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც, დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტებმა სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც. გამოძიებამ უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელ პირთა ჯგუფი უნდა დაადგინოს და ძეგლის დაზიანების ხარისხი უნდა განისაზღვროს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან