მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასრულდა

10.07.2021 06:32

იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას გამოტანილ განაჩენებზე და რატომ არ იცვლება კრიტიკული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა კიდევ ერთხელ მოუწიათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც წლებია, სისტემაში არიან, ამჯერად კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურთ. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა და მკაცრი საერთაშორისო მოწოდებებისა, კანდიდატების მოსმენა იურიდიულ კომიტეტში დასრულდა, ვის დაუჭერენ მხარს ამ კომიტეტის წევრები, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი. ხოლო ვინ მოირგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას, მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე გაირკვევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: