ნამახვანჰესის პროექტი - დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვა გრძელდება

24.08.2021 00:32

სახელმწიფო აგრძელებს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე. ჩვენ სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, სასამართლოში ვასაჩივრებთ. ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ამისა, სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ. ვრცლად: https://bit.ly/2X6R4Qz www.socialjustice.org.ge

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო