მასობრივი მკვლელობა პრაღაში
14 დაღუპული, 25 დაშავებული - ჩეხეთი სამძიმრებს იღებს. პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტი მასობრივი მკვლელობის ადგილად იქცა. ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტმა სასწავლებელში ცეცხლი გახსნა. დაჭრილთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიცია შემზარავ ტრაგედიას ტერორიზმთან არ აკავშირებს. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენამდე მან მამა მოკლა. დამნაშავე 32 წლის კაცის და მისი ორი თვის ბავშვის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, რომელიც პრაღის სკვერში ერთი კვირის წინ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 24 წლის თავდამსხმელი იარაღს ლეგალურად ფლობდა და პრაღასთან ახლოს, სოფელში ცხოვრობდა. ცეცხლის გახსნის შემდეგ სასწავლებელში უმძიმესი სურათი იყო - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის გარე ფასადებს აფარებდა თავს. პრაღაში დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფორმულა 20:00 საათზე — 22 დეკემბერი
პრაღაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა — ბოლო ცნობები თავდასხმის შე...
Formula News
პრაღა: რუსეთის საელჩო ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტკოვსკაიას...
რადიო თავისუფლება
მასობრივი მკვლელობა ბელგრადის სკოლაში
Formula News
მასობრივი მკვლელობა ტეხასში
TV Pirveli
მასობრივი მკვლელობა ლას-ვეგასში
ამერიკის ხმა
მასობრივი მკვლელობა ლას ვეგასში
TV Pirveli
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობ...
PalitraNews