აია სოფია - პარასკევის მუსლიმური ლოცვა 86 წლის შემდეგ
ბოლო 86 წელიწადში პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. მუსლიმმა მომლოცველებმა შეკრება ადგილობრივი დროით, დილის 10 საათიდან დაიწყეს. თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება. გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმობათ. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ლოცვამდე და ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააშენა. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს, თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მიმდინარე თვის დასაწყისში, თურქეთის სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აია სოფია ისევ მეჩეთად გადაკეთდებოდა. 1985 წელს, აია სოფია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აია სოფია - მუზეუმიდან მეჩეთამდე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარასკევის ლოცვა აია სოფიაში
ამერიკის ხმა
მუსლიმთა პარასკევის ლოცვა აია-სოფიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდია ვაშინგტონი, 24 ივლისი 2020
ამერიკის ხმა
აია სოფია
LIANA MARKARYAN
აია სოფია - უზეუმის ნაცვლად მეჩეთი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აია სოფია - კონფლიქტის მიზეზი?!
Zaza Tsotniashvili
აია სოფია მეჩეთი გახდა - ამ ნაბიჯით თურქეთის მიმართულება კით...
ამერიკის ხმა