როინ შავაძის მკვლელობის საქმე


წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულების, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების და სპეცრაზმელების პროცესზე ბრალდების მხარემ. პროკურორის განცხადებით, წერილობით მტკიცებულებებს შორისაა 2008 წელს, შავაძის დაკავებიდან მის ლიკვიდაციამდე პერიოდში, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის მიერ განხორციელებული ზარები თბილისში, კუდ-ის ყოფილ დირექტორთან და მისი ზარები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან. ასევე, მტკიცებულებებს შორისაა დოკუმენტები, საიდანაც არ დასტურდება შავაძის ჯაშუშობა, რისი საფუძვლითაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს. მოსამართლე იმ პირთა საქმეს განიხილავს, რომლებმაც ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს. ბრალდებულთა ნაწილმა კი ნაფიცი მსაჯულები აირჩია და მათ საქმეზე მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან