ექსპერტიზის დასკვნა
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, კონსტრუქციულად მყარია. საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, თუმცა მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, განსაკუთრებულ რეაბილიტაციას და გამაგრებას საჭიროებს. პარალელურად, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობასთან ერთად შედიან და ზარალს ითვლიან. ზარალის შესახებ დასკვნა 2 კვირაში დაიდება. ამ ეტაპზე 48 ოჯახი ქირით არის გასული. მათთვის თანხის გადახდა მერიის სარეზერვო ფონდიდან ხდება. პარალელურად მერიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, ჩაერთონ დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელიც აფეთქებისას ასევე დაზიანდა, იქ უკვე აღდგა გაზმომარაგება, ასევე 28 ბინაში გამოიცვალა კარ-ფანჯარა და ახლა გარე ფასადისა და აივნების აღდგენა მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ექსპერტიზის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპერტიზის დასკვნა
info9 info99
ექსპერტიზის დასკვნა
TV IMEDI
ექსპერტიზის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპერტიზის დასკვნა შესაძლო ტრეფიკინგის საქმეზე
Maestro Television
ექსპერტიზის დასკვნა და შეთავაზება დაზარალებულ მობინადრეებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები ბლაგვი საგნით...
მეცხრე არხი ახალციხე
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster