ექსპერტიზის დასკვნა


ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, კონსტრუქციულად მყარია.
საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, თუმცა მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, განსაკუთრებულ რეაბილიტაციას და გამაგრებას საჭიროებს. პარალელურად, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობასთან ერთად შედიან და ზარალს ითვლიან. ზარალის შესახებ დასკვნა 2 კვირაში დაიდება. ამ ეტაპზე 48 ოჯახი ქირით არის გასული. მათთვის თანხის გადახდა მერიის სარეზერვო ფონდიდან ხდება.
პარალელურად მერიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, ჩაერთონ დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც. რაც შეეხება მეორე კორპუსს, რომელიც აფეთქებისას ასევე დაზიანდა, იქ უკვე აღდგა გაზმომარაგება, ასევე 28 ბინაში გამოიცვალა კარ-ფანჯარა და ახლა გარე ფასადისა და აივნების აღდგენა მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან