სამხატვრო აკადემიის სტუდენტების იტალიაში ვიზიტის შეჯამება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფლორენციაში, საერთაშორისო უორქშოპზე იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების 12 კაციანი ჯგუფი, 24 მარტს გაიმართა ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი, მოწვეული სტუმრები. აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საგამოფენო პროექტში -„მსოფლიო ხელოვნების სკოლები - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ხელოვნება". პროექტის ფარგლებში გამოიფინა ქართველი სტუდენტების ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების ნახატებთან ერთად. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს და ქართული მხატვრული ტრადიციების შესახებ. სამხატვრო აკადემია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან, რომელიც ფლორენციაში საერთაშორისო სემინარებს, უორქშოპებსა და სხვადასხვა ღონიძებებს მასპინძლობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ვორქშოფის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ქართული კულტურის პოპულარიზაცია ესპანეთში
შუადღე GDS / shuadge GDS
„არტისტერიუმი 2021“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხატვრო აკადემიის არჩევნები
culturegovge culturegovge
#ახალიდღე სტუდენტების თვალით დანახული ფაგები - ბაქტერიოფაგის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა..
odishitv
არტ-ფეშენი-რეკონსტრუქცია 2-აკადემიის ლაბირინთებში-პრეზენტაცი...
culturegovge culturegovge