ინციდენტი „ბასიანთან“
კლუბ „ბასიანთან“ სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირს, ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. გამოძიებამ ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დააკავა. კლუბთან დაჭრილი „ბასიანის“ სამი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი კლინიკაში რჩება და ქირურგიული ჩარევა აღარ იგეგმება. ერთი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მომხდართან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობას დღეს მედიასთან სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მომხდარის დეტალებს ყვება და აღნიშნავს, რომ დაცვის წევრების სწრაფი რეაგირების შედეგად, კარი დროულად ჩაიკეტა, რამაც კლუბის სტუმრები თავდასხმისგან იხსნა. რაც შეეხება შემთხვევის მიზეზს, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც დიჯეისთან შელაპარაკების გამო, მას ტერიტორია დაატოვებინეს. ამის შემდეგ კი, ის კლუბთან მიბრუნდა და დაახლოებით ათზე მეტჯერ გაისროლა. გამოძიების ინფორმაციით, ის საკუთარ სახლთან დააკავეს. ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, რამდნიმე დანა და ვაზნები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს ბრალი გადაუკვალ...
TV IMEDI
მოკლე ჩართვა - რას ფიქრობთ \u0026#039;ბასიანთან\u0026#039; მ...
PalitraNews
ინციდენტი
GIO PRO
ინციდენტი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
ინციდენტის მოთავე
info9 info99
ინციდენტი კაშხალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster