აჭარაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის ბათუმსა და ქობულეთშიც. უხვი ნალექის გამო, ბათუმში 100 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეტბორა. თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები სახლებში უკვე დასრულებულია. დახმარებას ადგილობრივები ზარალის შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

ამ დროისათვის უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზის ბათუმი- ქობულეთი–მახინჯაურის მონაკვეთი. აჭარის ნაწილში უკვე გამოიდარა, თუმცა, ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა ისევ შენარჩუნებულია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან