საპატრიარქოს განცხადება!
სამწუხაროა, რომ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ და ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას ზიანი მიაყენეს.
http://www.patriarch.ge/news/id/1710
• საპატრიარქოს განცხადება 17 მაისის აქც...
მოძღვარს არც დავა, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით კი გარჩევები არ უნდა უყვარდეს. ყოველივე ეს უჩვეულოა საერთოდ ქრისტიანისთვის, რომელიც ვალდებულია იყოს „მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად\" (იაკ, 1:19).
http://tornikeeristavi.blogspot.com/2...
წმიდათა ცხოვრებიდან ცნობილია, თუ როგორ გაურბოდნენ წმიდანები მღვდლად კურთხევას. ეს მათი მხრიდან ყალბი თავმდაბლობა კი არ იყო, არამედ სავსებით გაცნობიერებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ,,აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის\" -- ბრძანებდა წმ. გრიგოლ ხანძთელი, როცა მისი მღვდლად კურთხევა გადაწყვიტეს. დღეს კი გამოუცდელი ადამიანები თავად მიელტვიან სასულიერო ხარისხის მიღებას.
გამოჩენილი თანამედროვე თეოლოგი მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: ,,არსებობენ ისეთი მღვდლები, რომელნიც თავად არ განწმენდილან, მიუხედავად ამისა მსახურობენ და საღმრთო ლიტურგიას ასრულებენ ღვთის მადლის თანამოქმედებით. გარეგნულად მათი მღვდლობა შეუბღალავია, რადგან ეკლესიას ისინი არ განუსჯია. ასეთი მღვდლობა უძლურია, რადგან მას ხელდასმული თავისი ცხოვრებით ბილწავს. ნიკოლოზ კაბასილასი ამბობს: ,,მათ შეუძლიათ წმიდა ძღვენი აკურთხონ, მაგრამ თავად ვერ იკურთხებიან სიწმინდისაგან.\"
,,ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი
მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა
კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.\"
წმ. იოანე ოქროპირი
საპატრიარქოს განცხადება