საპენსიო სესხის პროცენტი


გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ყველა პენსიონერი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 10%-ით მცირდება. დაწესდა ლიმიტირებული ზედა ზღვარი - 26%. ასევე შეთანხმდა ის პირობები, რომლებიც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკების შესარჩევ კონკურსში იმოქმედებს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. ერთ თვეში გაირკვევა, რომელი ბანკი მოემსახურება ახალი წესებით პენსიონერებს.

საბანკო პირობების შემუშავებასა და საპენსიო სესხების გაცემის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე, უწყებათშორისი კომისია თვეების განმავლობაში მუშაობდა და მასში ოპოზიციის ნაწილიც იყო ჩართული. საქართველოში მცხოვრებ პენსიონერთა თითქმის ნახევარს, საბანკო ვალი აქვს. პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი წლების განმავლობაში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან